სასწავლო პროექტის გეგმა
1..პროექტის სახელწოდება
:ჯანსაღი ცხოვრების წესი
2.პროექტის მტავარი
იდეა(თემა)1-2წინადადებით: ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება
3.პროექტის აქტუალობა:ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელობა
4.პროექტის მიზანი:
წინამდებარე პროექტის მიზანია მოზარდებმა
შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, გაიაზრონ ჯანსაღი საკვების
მიღების მნიშვნელობა, არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ
განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
მონაწილეები: IX-X კლასის მოსწავლეები
მონაწილეები: IX-X კლასის მოსწავლეები
5.მონაწილეთა ასაკი:14,
15 წელი
6.ვადები ხანგრძლივობა:1კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას :
მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი
კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების
კეთილდღეობისათვის.
2.
კომპეტენტური
სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა,
თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.
შეექმნება განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ
თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3.
სპორტული
შეჯიბრის საშუალებით და ბენეფისის მოწყობით სკოლაში გამოვლინდებიან მოსწავლეები,რომლებიც
მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების
წესს, რაც კარგი
მაგალითი იქნება სკოლის დანარჩენი
მოსწავლეებისათვის.
4.
მოსწავლეები
გაიაზრებენ ჯანსაღი , სუფთა გარემოს მნიშვნელობას და შეეცდებიან გაუფრთხილდნენ
მას.
5.
მოსწავლეებს
განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, კვლევის, გამოკითხვის
ჩატარების უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი,
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.
8.პროექთისტვის საჭირო
რესურსები:
გამოფენისათვის საჭირო საკვები პროდუქტები, ან ვიზუალური მასალა
ამ საკვების გამოსახულებით- სლაიდები ( პროგრამაPower Point), ინტერნეტი, სპორტული ინვენტარი,
კლიპჩრტი, მარკერი, ნაბეჭდი მასალა, ქსეროქსი, თაბახის ფურცლები.
9პროექტის მსვლელობა(ძირიტადი
აქტივობები):
მოზარდისათვის ჯანსაღ საკვების და კვების
რეჟიმის მნიშვნელობა - ექიმის კონსულტაცია.
2. ,,არა გენმოდიფიცირებულ და
ჯანმრთელობისათვის საშიშ და მავნე
პროდუქტებს"-გამოფენა-აქციის ჩატარება. აქციისათვის მოსწავლეთა ჯგუფის
მიერ პროგრამა Power
Point-ში სლაიდ შოუს დამზადება.
3. მოსწავლეთა ჯგუფის მიერ პროგრამა Word- ში გამოკითხვის
ანკეტების დამზადება, სკოლის მოსწავლეთა შორის მწეველთა გამოვლენისათვის
სტატისტიკური კვლევის ჩატარება, პროგრამა Exell-ში კვლევის დიაგრამის აგება და
კვლევის შედეგების გაანალიზება.
4. რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი და თამბაქო მოზარდის ჯანმრთელობას - ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებლის ლექცია.
5.,,არა თამბაქოს, არა ალკოჰოლს" - მოსწავლეთა აქცია და მოსახლეობაში შესაბამისი შინაარსის პროგრამა Word-ის გამოყენებით დამზადებული ბუკლეტების დარიგება.
6. არალეგალური ანტინარკოტიკული საშუალებები და სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული რისკები - პოლიციელის მოწვევა სკოლაში და მისი ტრენინგ-კონსულტაცია .
4. რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი და თამბაქო მოზარდის ჯანმრთელობას - ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებლის ლექცია.
5.,,არა თამბაქოს, არა ალკოჰოლს" - მოსწავლეთა აქცია და მოსახლეობაში შესაბამისი შინაარსის პროგრამა Word-ის გამოყენებით დამზადებული ბუკლეტების დარიგება.
6. არალეგალური ანტინარკოტიკული საშუალებები და სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული რისკები - პოლიციელის მოწვევა სკოლაში და მისი ტრენინგ-კონსულტაცია .
7. ,,ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს
დავუპირისპიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი“ სასკოლო მინი ოლიმპიადის
მოწყობა უფროსკლასელთა შორის: შეჯიბრი სირბილში.
·
შეჯიბრი მკლავჭიდში.
·
კალათბურთი.
·
ჭადრაკი.
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებტან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
სამოქალაქო განათლება, სპორტი, ბიოლოგია.
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და
საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ
წესს. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის
აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და, აქედან გამომდინარე,
საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა.
ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების
მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების
მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი);
თამილა ასათიანი
12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
tamilaasatiani0808@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;
tamilaasatiani.blogstop.com
No comments:
Post a Comment